воскресенье, 7 декабря 2014 г.




პროექტი,,მალე შემოდგომა გზას ზამთარს დაუთმობს

1. პროექტის სახელწოდება: შემოდგომა და ჩემი ფანტაზია;
2.
პროექტის მთავარი იდეა: ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების,თანატოლების და მასწავლებლის დახმარებით;
უნარები რომლებიც აუცილებელია პროექტზე მუშაობის პროცესში
თანამშრომლობა,კომუნიკაციიც უნარი,პროდუქტის შექმნის კომპეტენცია,რომელიც დაეხმარება მას ფოტოების,აპლიკაციების შესაქმნელად.ხატვის,ფანტაზიის,შემოქმედობითობის,თვითშეფასების  უნარი.

3. პროექტის აქტუალობაპროექტი აქტუალურია, რადგან ხელს შეუწყობს მოსწავლის ჩართულობას შემოქმედებით პროცესში, სადაც იგი პრაქტიკულად გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს,გაუზიარებს მათ თანატოლებს
) ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგალითად, ქმნის ნახატს);
·                      სეზონური ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება;
·                      მასალის ვიზუალური აღქმა და ტექსტის შექმნა;
·                      მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება (ნახატებით, ბუნებრივი მასალისგან შექმნილი ნაკეთობების და კოლაჟის სურათებით და ..) ;
·                      გარემოში საგნებზე, ობიექტებზე და მოვლენებზე დაკვირვება და შედეგის ასახვა ნამუშევარში (ბუნებრივი მასალებით);
·                      შთაბეჭდილების და წარმოსახვის მეშვეობით ნამუშევრის შექმნა.
5. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართ.III 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, აპლიკაცია და ნახატი.
·                      ბუნ.III 8. მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.

ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, ქარი,..) და აღწერს მათ.
·                      .. III.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
 ნახატში გადმოსცემს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებას;
გამოხატავს შესაბამისი ფერით წელიწადის დროს და ამინდს.
·                      .. III.4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.

პროექტში მონაწილეობის ინიციატივა მომდინარეობდა მოსწავლეებისაგა
·         6. მონაწილეთა ასაკი:,8,9 წელი;
·          
·         7. ვადები/ხანგრძლივობა: 10დღე
·          
·         8. მოსალოდნელი შედეგი:  პრაქტიკულად გამოიყენებენ მიღებულ უნარ-ჩვევებს და გაუზიარებენ მათ სხვებს;შექმნიან ნახატებს,აპლიკაციებს,წერილობით გამოთქვამენ თავიანთ დამოკიდებულებას შემოდგომაზე
·         9. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ინფორმატიკის კაბინეტი, powerpoint- და paint პროგრამა, ფოტოაპარატი, ტყიდან მოტანილი ბუნებრივი მასალა ნაკეთობების შესაქმნელად, მოსწავლეთა მიერ მოტანილი სურათები .
·          
·         10. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

პროექტში მონაწილეობის ინიციატივა მომდინარეობდა მოსწავლეებისაგან,შეთანხმდნენ აქტივობებზე,ურთიერთობის ფორმებზე,.შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით გაინაწილეს სამუშაო.პროექტის განმავლობაში ამჟღავნებდნენროგორც ინდივიდუალურ ასევე ჯგუფურ ინტერესს,აფასებდნენ როგორც საკუთარი,ასევე  პროექტის სხვა მონაწილეთა საქმიანობას.

·         დაგეგმვა
·         რა პრობლელმის მოგვარებას ვაპირებთ:
·          
·         მოსწავლეებმა შეძლონ პროდუქტის შექმნა მიღებული ცოდნის და უნარ-ჩვევების გამოყენებით, გაუზიარონ ის სხვა ასაკობრივ ჯგუფებს და ითანამშრომლონ მათთან.
·         მომზადება:
·          
·         სურათებს გადავუღებ მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობის დროს, ასევე მათ ნამუშევრებს და ნახატებს. გადაღებულ სურათებს გადავიტან მათ საქაღალდეებში
განხორციელება:
·                       კლასს გავიყვანთ ბუნებაში სადაც მოხდება   ბუნებაზე დაკვირვება. ჯგუფურად შექმნიან პატარა ზომის ტექსტს. შეაგროვებენ ბუნებრივ მასალას ხელოვნების გაკვეთილებისთვის;
·                      ბუნებრივი მასალებით შექმნიან ნამუშევრებს;
·         წარდგენა
·          
·         მოსწავლეებმა უნდა მოაწყონ ნამუშევრების გამოფენა , განხილვა და შეფასება
·         შეფასება
·          
·         მოსწავლეებთან შეთანხმებული შეფასების რუბრიკის შესაბამისად, ვაფასებ პროექტის
·         განხორციელებასა და მიღწეულ შედეგს
·         11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
·         ისტ-;
·         ქართული;
·         ბუნება;
·         ხელოვნება.
12. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ვერა დოლიძე

13. ხელმძღვანელის ელ-ოსტა: VERIKO.DOLIDZE@GM

დასკვნა
მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთად დავგეგმეთ პროექტი,მოვიფიქრეთ რა რესურსები უნდა გამოგვეყენებინა ,როგორ იმუშავებდნენ  სათითაოდ თუ ჯგუფებში,ბავშვებმა შექმნეს ნახატები,აპლაპლიკაციები,მოაწყეს გამოფენა,რითაც მიიღეს მონაწილეობა შიდა სასკოლო გამოფენაში ''შემოდგომის კუთხე''გამოიყენეს თავიანთი უნარ-ჩვევები პრაქტიკაში.ხალისით იმუშავეს,გაეზარდათ მოტივაცია და პასუხისმგებლობა,მე როგორც მასწავლებელი ვაძლევდი მითითებეს,მიმართულებებს

შედგა თანამშრომლობა ჯგუში,ბავშვები იყვნენ მოტივირებულები,მოტივაცია განაპირობა სახალისო დავალებებმა(ნახატები,აპლიკაციები,თაიგული,ხილის კალათა),ასევე იმან რომ იღებდნენ კონკურსში მონაწილეობა.,

ჩვენ გავიცანით ფიროსმანი
1. პროექტის სახელწოდებანიკო ფიროსმანი
2.პროექტის მთავარი იდეა: ინფორმაციის მოძიება ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის შესახებ.
3. პროექტის აქტუალურობა: ბავშვის აზროვნების უნარის განვითარება.
4.პროექტის მიზნები: ბავშვთა გონებრივი შესაძლებლობების და აზროვნების განვითარება. მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება.
5. მონაწილეთა ასაკი: მე 4კლასი
6.ვადა 7 დღე
7.მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ნიკო ფიროსმანის შესახებ, გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, სახელმძღვანელო. ნახატები.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): ბავშვები მუშაობენ წყვილებში, სამუშაო აქვთ დანაწილებული. პირველი წყვილი  იძიებს ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიას, მეორე და მესამე წყვილი კი მუშაობს ფიროსმანის მიერ შექმნილი ნახატების ისტორიასა და მნიშვნელობაზე. ბოლოს ვაჯამებთ მოძიებულ ინფორმაცისა და ვაკეთებთ პრეზენტაციას.
10.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება და შრომის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი. კვლევა- ძიებისა და კომუნიკაციის უნარის განვითარება.

11.პროექტის ხელმძღვანელი: ვერა დოლიძე















ნამდვილი სახელინიკო ფიროსმანიშვილი. დაბადებული სოფელ მირზაანში. (ქიზიყი) მამაასლანი, დედა ტოკლიკაშვილების ქალითეკლე.
ფიროსმანიშვილის სოფელზე და მის ნათესავებზე ცნობები შეკრიბა შალვა დადიანმა,რომელიც ამ სოფელს 1922 . ეწვია და შემდეგი გამოარკვია: ასლან ფიროსმანიშვილს ჰყოლია ორი ქალი და ერთი ვაჟინიკალა. მისი დის ფეფეს ანგარიშით .ფიროსმანი დაბადებული უნდა იყოს 1862 ან 1863 წელს.როცა ფიროსმანი გარდაიცვალა, ის უნდა ყოფილიყო 56 წლისა. თავისი დის გადმოცემით ნიკოს საკუთარი შვილები არ ჰყოლია და არც ოჯახი გააჩნდა.

ლადო გუდიაშვილის მოგონებებიდან აშკარად ჩანს, როგორ სიღარიბეში უხდებოდა ცხოვრება ნიკო ფიროსმანს. აღწერილია ის დამცირება და მოტყუება, რასაც განიცდიდა მხატვარი თავისი უკულტურო შემკვეთებისაგან. აქ აშკარად ჩანს ის უიმედო სურვილი, რაც მხატვრის ოცნებას შეადგენდა. დიდი სახლი დიდი სამოვრით და უამრავი ხალხით, რომლებიც ილაპარაკებდნენ ხელოვნებაზე და თავიანთ ჭირვარამზე.
1916 წელს მხატვრები . გუდიაშვილი და . ჭიაურელი შეხვდნენ .ფიროსმანს. ,,დიდი ძებნის შემდეგ ნიკო ვიპოვეთ დიდუბეში, ნახევრად სარდაფში. ოთახში რომ შევედით, გაოცებულნი გავშეშდით, ნახევრად სიბნელეში ნავთქურა ბჟუტავდა. მასზე მინები ელაგამხატვარი მჭვარტლს აგროვებდა შავი საღებავისათვის. მჭვარტლში იყო გახვეული ნიკოც.
დიდია მისი დაკვირვების ნიჭი: კახეთი და ტფილისი ძირამდეა ამოწურული, . ფიროსმანის სურათებში: ,,რთველი კახეთში,“ ,,კალო კახეთში, “მწყემსები,“ ,,დღეობა,“ ,,დიდი მარხვა,“ პატარა გოგო, ბატებს რომ მწყევსავს,“ ,,მამალი და კრუხი წიწილებით,“ –– ეს წარუშლელი სურათებია სოფლის ბუნებისა, რომლის ბადალიც მართლაც არ მოიპოვება ქართულ მხატვრობაში.
ჩვენ არ მოგვეპვება დღესდღეობით არავითარი დალაგებული მასალა ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.რა უცნაურიც უნდა იყოს ეს და შეიძლება ჩვენი თანამედროვეთათვის სამწუხაროა, მაგრამ უცილობელი ფაქტია, რომ ნიკო ფიროსმანი აღმოაჩინა ფრანგმა მხატვარმა ლედანტიუმ, რომლსაც უმგზავრია საქართველოში და თან წაუღია ნიკო ფიროსმანის რამდენიმე სურათი. დიდი შრომა მიუძღვით ნიკო ფიროსმანის სახელის აღდგენისათვის ძმებს ილია და კირილ ზდანევიჩებს. ნიკო ფიროსმანი პირადად იცნობდა ლადო გუდიაშვილს, რომელმაც მოასწრო დაეტოვებინა ჩვენთვის მისი პორტრეტი.
თავისი წუთისოფელი ნიკომ სადღაც, მიგდებულ სარდაფში დაასრულა 1918 წელს, მაგრამ რა დღეს მოკვდა, რა პირობებში, ვინ დამარხა, ეს გაურკვეველი დარჩა.
მეგობრებში ნიკალას შერჩენია სახელი უწყინარი კაცისა,მუდამ პატიოსნის, ამაყის, დაუზარელის .







საქართველოს კუთხეები




პროექტის სახელწოდება  -  საქართველო და მისი კუთხეები
პროექტის მთავარი იდეა - საქართველოს კუთხეების გაცნობა
პროექტის აქტუალობა - ისტორიული ძეგლების გაცნობა, შესწავლა
პროექტის მიზნები - მოსწავლეები პროექტზე მუშაობის  შემდეგ შესძლონ კუთხეებისა ტრადიციების გარჩევას  მომავალში ისტორიის გაკვეთილებზე გამოიყენონ  მიღებული ცოდნა
მონაწილეთა ასაკ9წელი
ვადები-ხანგრძლივობა 10 დღე
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთა მიღებული ცოდნის გამოყენება მასალების  შეგროვება მათი განხილვა .პრეზენტაციის მომზადება.
პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები ინფორმაციის მოძიება, სლაიდ შოუს გაკეთება, მოძიება ყველა იმ მასალის. რაც დამახასიათებელია ყველა იმ კუთხისათვის (ჩაცმულობა, ხელოვნება)
პროექტის მსვლელობა პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეები ირჩევენთემას   მასწავლებელთან ერთად ვსაუბრობთ საქართველოს შესახებ  რომელი კუთხე უფრო გიყვართ,  ვაკეთებთ ასოციაციურ  რუკას -  მოსწავლეები მსჯელობენ კუთხეების შ ესახებ, ვსაუბრობთ  კუთხეების მსგავსება, განსხვავებაზე 1. აქტივობა მოსწავლეები ირჩევენ კუთხეებსპროექტის შესაძლო აქტივობები კლასსი: ფოტო გამოფენა, პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი. საქართველოს რუკის შექმნა.
სარგებელი სხვისთვის: ცოდნის გაღრმავება გამოცდილების გაზიარება.
სამუშაო ენაქართული. პროექტის ფასილიტატორი ვერდოლიძე
















პროექტის სახელი-“საქართველოს მეფეები“
პროექტის მოკლე აღწერა- მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას აღნიშნული თემის შესახებ,კერძოთ, მათ ევალებათ ინტერნეტის და ლიტერატურის გამოყენებით ნებისმიერ მეფეზე ინფორმაციის შეგროვება, ასევე უნდა მოიძიონ ფოტოები, ლექსები, მოთხრობები მათ შესახებ, შემდეგ ხდება მათი ნამუშევრების პრეზენტაცია.
პროექტის სრული აღწერა- მოსწავლეები იკვლევენ და მუშაობენ თუ როდის მოღვაწეობდა მათ მიერ არჩეული მეფე, ვინ იყო მათი შთამომავლობა და წინაპრები, რამდენი წელი მართავდა საქართველოს, რა გააკეთა ან რა მოხდა მისი მეფობის პერიოდში მნიშვნელოვანი და რომელ ცნობილ ომებში მიუღია მონაწილეობა, ასევე აღნიშნულ მასალას თან უნდა დაურთონ თუ ხელმისაწვდომია ფოტო\ვიდეო მასალა და ლექსი. ასევე მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას არჩეულ თემასთან დაკავშირებით კითხვაზე: თუ რომელი მეფის დროს იყო საქათველო აღორძინებული სადაც მოეცემული ხუთი სავარაუდო პასუხი ესენია:
1.ფარნავაზი 

2.დავითი აღმაშენებელი
3.თამარი
4.ვახტანგი გორგასალი
5.ერეკლე IIმონაწილეთა ასაკი 8-9 წელი
ვადები და ხანგძლივობა- 1თვე
პროექტის შესაძო აქტივობა კლასებში-ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, ფოტო\ვიდეო მასალის შეგროვება.
მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები რაც შეიძლეა შეიქმნას- ფოტო და ლიტერატურული მასალა.
სარგებელი სხვებითვის-პატარა თაობას ჩაუნერგოს ისეთივე ძლიერი სიყვარული თავიანთი სამშობლოსი, როგორიც მათ წინაპრებს ქონდათ
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეებიწინასწარ:ფოტო/ვიდეო მასალისშეგროვება,ლიტერატურულ   მასალას უნდა ფლობდნენ.
სასწავლომასალა და ტექნიკური რესურსები:ინტერნეტი, ი.გოგოებაშვილის''საგანძური''. ფოტოები  
საგნობრიეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი:ამპროექტით მოსწავლეები შეისწავლიან ჩვენი ერისწარსულს და გაიუმჯობესებს უნარებს:ლიტერატურაში,(განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს:წერას,კითხვას, მოსმენას, შეძლებენ ნაწარმოების გააზრებას).ისტორიაში(შეისწავლიან საქართველოს წარსულს, იგებენთუ რომელ მეფეს რა ღვაწლი მიუძღვის საქართველოსაღორძინებაში). რელიგია:(ბავშვები იგებენ თუ როგორიცავდნენ მათი წინაპრები თავიანთ სარწმუნოებას).
სამუშაო ენა: ქართული.










Комментариев нет:

Отправить комментарий